მიმდინარეობს საიტის განახლება

ტემპერატურის ცვლილება დედამიწაზე და მისი გამომწვევი ფაქტორები

ივლისი 6, 2022
b6de837044ceba597ac7562cc55df7a8.png


დედამიწაზე, ორივე პოლუსზე ატმოსფერული ტემპერატურის მკვეთრი ზრდაა დაფიქსირებული, რაც განგაშის სიგნალის საფუძველია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეცნიერების აზრით, ტემპერატურის მსგავსი უპრეცედენტო მატება, შესაძლოა მიუთითებდეს კლიმატის უფრო მკვეთრ და სწრაფ ცვლილებაზე მთელს მსოფლიოში.

ბოლო ორი კვირის მონაცემების მიხედვით, ანტარქტიდაზე, ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 40 0C-ით აღემატება გასული პერიოდის მონაცემებს. ჩრდილოეთ პოლუზე ტემპერატურის 30 0C-ით მატებაა დაფიქსირებული, რაც საკმაოდ უჩვეულო მოცემულობაა.

  დედამიწაზე ტემპერატურა ათასწლეულების განმავლობაში იცვლებოდა. პლანეტა დედამიწა განიცდიდა, როგორც დათბობის, ისე გამყინვარების პერიოდებს, თუმცა მეცნიერების დაკვირვებით მეოცე საუკუნის ბოლოდან განსაკუთრებით შეიმჩნევა ტემპერატურის მატების ტენდენცია. კლიმატის ცვლილება და  გლობალური დათბობა ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი ტერმინებია, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს ეხება მსოფლიოს ნებიემიერ წერტილში! 

ეს ტერმინები ყოველთვის ნეგატიურ კონტექსტში გვესმის, და ასეც არის, თუმცა ბევმა არ იცის ამ მოვლენის ზუსტი განსაზღვრება და ერთმანეთში ერევათ კიდეც. 

კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას ერთმანეთისგან განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ. ამინდი და კლიმატიც სინომნიმებად გამოიყენება, თუმცა ისინიც აღნიშნავენ განსხვავებულ მოვლენებს, როგორც სივრცით, ასევე დროით განზომილებაში.

კლიმატის ცვლილება გულისხმობს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ამინდის გრძელვადიან ცვლილებას, ზოგან ტემპერატურის მატებას, ზოგან კლებას, ნალექების სიხშირის ცვლილებას, ზღვის დონის აწევას, ყინულის დნობას გრენლანდიაში, ანტარქტიდასა და არქტიკაში, მცენარეების სავეგეტაციო ციკლის ცვლილებას, ექსტრემალური ამინდების გახშირებულ მოვლენებს და ასე შემდეგ.

  გლობალური დათბობა კლიმატის ცვლილების მხოლოდ ერთი ასპექტია. თავის მხრივ კლიმატის ცვლილება მოიცავს გლობალურ დათბობასაც და მისგან გამოწვეულ მოვლენებსაც. სინამდვილეში გლობალური დათბობის ქვეშ მოიაზრება გლობალური ტემპერატურის ზრდა სათბურის ეფექტის გავლენით, რომელიც გლობალური ინდუსტრიული  რევოლუციით, კერძოდ ანთროპოგენული ფაქტორის გავლენითაა გამოწვეული.  

   ეს ორი ტერმინი მჭიდრო კონტაქტშია ერმანეთთან და ხშირად დაბნეულობას იწვევს მათი ურთიერთკავშირი. 

რაც შეეხება ამინდის დეფინიციას, ამინდი ატმოსფეროს ლოკალური პირობებია, რომელიც მოკლე დროში წარმოიქმნება (წვიმა, თოვლი, ქარი). კლიმატს კი, თავის მხრივ, გრძელვადიანი რეგიონალური ან გლობალური საშუალო ტემპერატურა, ტენიანობა და ნალექების რაოდენობა განსაზღვრავს წლების და ათწლეულების განმავლობაში. 

საინტერესოა, რა პროცესია და  როგორ აისახება ტემპერატურის მატებაზე სათბურის ეფექტი. სინამდვილეში, დედამიწა უწყვეტად იღებს მზის ენერგიას, რომლის 30%-ს იგი ირეკლავს, 70%-ს კი შთანთქავს. რაც უფრო ინტენსიური იქნება სათბური აირების გამოყოფა ატმოსფეროში, დედამიწიდან მზის სხივების არეკვლის შესაძლებლობაც ნაკლები იქნება და ეს პირდაპირ აისახება ატმოსფერული ტემპერატურის შეუქცევად ზრდაზე.

პრობლემები მაშინ იწყება, როცა ადამიანი აჩქარებს ბუნებრივ პროცესებს და ამით ზრდის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციას - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი, ოზონი, მეთანი… ატმოსფეროში ამ აირებისგან შექმნილი საფარი (რომელსაც სათბურის ეფექტს უწოდებენ) არ ატარებს დედამიწიდან არეკლილ მზის სხივებს. ეს ენერგია სითბოს სახით გროვდება დედამიწაზე, რაც იწვევს ატმოსფერული ტემპერატურის ზრდას, ზღვებიდან, ოკეანეებიდან, მდინარებიდან უფრო მეტი წყლის აორთქლებას და ნალექების მოსვლის სიხშირის და პერიოდულობის ცვლილებას. ასევე სათბურის ეფექტის გავლენითაა გამოწვეული მყინვარების დნობა. 

წლების განმავლობაში კლიმატის მონაცემების სტატისტიკაზე დაკვირვებით და შედარებითი ანალიზით დასტურდება, რომ კლიმატი დედამიწაზე გლობალურად იცვლება. კერძოდ, გლობალურად იზრდება ხმელეთისა და ოკეანეების ტემპერატურა, იწევს ზღვის დონე, დედამიწის ორივე პოლუსზე დნება ყინული, გახშირებულია ექსტრემალური ამინდის პერიოდულობა. საბოლო ჯამში კი რადიკალურად იცვლება ეკოსისტემები.  სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის ჭრილში, იცვლება პროდუქციის წარმოების  პრაქტიკა და სულ უფრო მეტი რესურსის გაღებაა საჭირო სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად  და  მოსავლის მოსაყვანად. 


ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+