მიმდინარეობს საიტის განახლება

სარწყავი სისტემის სწორი პროექტირების მნიშვნელობა და გავრცელებული შეცდომები

თებერვალი 3, 2022
bed5ab40795baeaeb03f0ae576a6f53b.png

როგორ ვიქცევით, მას შემდეგ, როცა ვაცნობიერებთ, რომ სასოფლო-სამეუნრეო ნაკვეთზე, სადაც წარმატებული საქმიანობის განხორციელებას ვგეგმავთ სარწყავი წყლის არსებობა აუცილებელი ნაწილია?! ალბათ ამის პრაქტიკა მეტნაკლებად ინდივიდუალურია, თუმცა ზუსტი სოფლის მეურნეობის, თანამედროვე აგრო სექტორის წამომადგენლები ამ ნაწილს მეტად ორგანიზებულად უდგებიან. 


ზუსტი სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვან კოპმონენტს სარწყავი წყლის რესურსების მენეჯმენტი წარმოადგენს. ცივილური აგრო სექტორი კი ერთხმად თანხმდება ამ უკანასკნელის აუცილებლობაზე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში.


საინტერესოა სად არის პრობლემა?! მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში ვზოგავთ თანხას, რაც მერე მძიმე შეცდომად გვხვდება საქმიანობის პროცესში. სარწყავი სისტემის პროექტირების და დეტალების წინასწარ გათვლის უგულებელყოფა ხშირი პრობლემაა სექტორისთვის.


ყველაზე რაციონალური გადაწყვეტა სარწყავი სისტემების მონტაჟისას, მისი დეტალური და ზუსტი  საინჟინრო  პროექტის შედგენაა. 

ლოგიკურია გაჩნდება შეკითხვა რას გულისხმობს სარწყავი სისტემის პროექტირება. ეს არის პროცესი, როცა სარწყავი სისტემის თითოეული დეტალი წინასწარაა განსაზღვრული. პროექტის ფარგლებში შედგენილია ნახაზი სარწყავი სისტემის განლაგების და ტიპის მითითებით. პროექტირების ეტაპზევე გაწერილია სარწყავთან დაკავშირებული ყველა დეტალი.


საირიგაციო სისტემის გამართულად და უწყვეტად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, უმთავრესი სარწყავი სისტემის სწორი პროექტირებაა, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი მოცულობის წყლის რეზერვუარის მოწყობა, რომელიც განაპირობებს კულტურისთვის წყლის პერმანენტულად მიწოდებას. მანამდე უნდა განისაზღვროს მორწყვის მეთოდი კულტურის მიხედვით, საჭირო წყლის დებეტი იმ გათვლით რომ ზრდასრულ ასაკში მცენარე ყველაზე კრიტიკულ პერიოდშიც კი არ უნდა განიცდიდეს წყლის დეფიციტს. სარწყავი სისტემის სწორი პროექტირებისთვის გასათვალისწინებელი ძირითადი ფაქტორები: მიწის ნაკვეთის მდებარეობა, კულტურა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, წყლის დებეტი, სარწყავი მილებისა და საწვეთურების წარმადობა, მორწყვის სიხშირე, წყლის წყაროს დაშორება ნაკვეთიდან, რეგიონის   მშრალი და გვალვიანი დღეების ხანგრძლივობა და საშუალო წლიური ნალექიანობა, (საშუალო დღიური აორთქლება მმ/მ2) ა.შ


სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოთხოვნა ტენისადმი განსხვავებულია, ამიტომაც აუცილებელია კონკრეტული მცენარის თვისებების ცოდნა წყლის შეთვისებასთან და რაოდენობრივ მოთხოვნასთან დაკავშირებით.  


სარწყავ სისტემებში არასწორი პროექტირება 3-4 წლის შემდეგ იჩენს თავს. აღნიშნული განსაკუთრებით აისახება მრავალწლიან კულტურებზე, სადაც ყოველ მომდევნო წელს კულტურას სჭირდება უფრო მეტი რაოდენობის წყალი ვიდრე წინა წელს, აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია პროექტირების ეტაპზე სწორად იქნას შერჩეული სარწყავი სისტემის მონაცემები: ძრავი, საფილტრაციო სადგური, მაგისტრალური და ქვემაგისტრალური მილების დიამეტრები და ა.შ. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ზოლის დასაწყისში უკეთ ირწყვება მცენარე ვიდრე ბოლოს, რაც ცალსახად საირგაციო სისტემის არასწორი პროექტირების შედეგია - სისტემას არ აქვს შესაბამისი წნევა, რომ წყალმა ბოლო მცენარემდე მიაღწიოს.  რიგების სიგრძეც არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდირებულს.


ალბათ ყველა ფერმერის  ინტერესია მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური სარგებლის მიღება, თუმცა, სასოფლო-სამეურნეო სექტორში წარმოების ერთ-ერთ საფუძველს სწორად გათვლილი და დამონტაჟებული სარწყავი სისტემები წარმოადგენს, როგორც ღია ისე დახურულ გრუნტზე. ეს ის ნაწილია, სადაც თანხების დაზოგვა ნამდვილად არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აუცილებლად აისახება პროდუქციის ხარისხზე, რაოდენობასა და სასაქონლო იერსახეზე. სარწყავი სისტემების სწორი პროექტირება კი მთელი რიგი რისკებისგან გვაზღვევს.  აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სარწყავი სისტემა ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ინვესტიცია.

ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+