მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოში აგროტურიზმის მიმოხილვა და მისი განვითარების პერსპექტივები

თებერვალი 24, 2022
de1cdca499b7cf9ba94bbedd72f33b06.png

საქართველოში, ბოლო წლებში აგროტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა, როგორც ქართველი ფერმერების, ასევე ტურისტების მხრიდანაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი ძვრები განხორციელდა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2020 წლის პირველი ნახევრიდან აგროტურიზმის შესახებ კანონზე მუშაობს, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარება. თუმცა, ჯერჯერობით საქართველოში აგროტურიზმის რეგულირებისთვის არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისად არც აგროტურისტული ობიექტების ზუსტი რიცხვის განსაზღვრაა შესაძლებელი. 


აგროტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების და მათი ტრადიციული საქმიანობის გაცნობისა და ტურისტებისთვის ცოდნის გაზიარების საუკეთესო  საშუალებაა.

ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. მისი  მნიშვნელობა ასევე დიდია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. 


საქართველოში აგროტურიზმი გვევლინება ეფექტურ საშუალებად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პასიურ რაიონებში ახალი, მრავალფეროვანი სამუშაო ადგილების შექმნის და ცხოვრების დონის/პირობების გაუმჯობესებითსვის. გარდა აღნიშნულისა იგი ხელს უწყობს მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას შედარებით დაბალგანვითარებულ რაიონებში, განსაკუთრებით კი  მაღალმთიან რეგიონებში. იგი ფერმერებისა და სოფლის მოსახლეობის კულტურული ინფორმაციის გაცვლისა და მიწოდების შესანიშნავი საშუალებაა. მისი განვითარება რეგიონებში ახალისებს ბუნებისდაცვით აქტივობებს და ხალხური რეწვის საქმიანობის განვითარებას. ამ სფეროს განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს დადებით მხარეს წარმოადგენს აგროინფრასტრუქტურის გაურდაუვალი გაუმჯობესება და თანამედროვე გამოცდილების მიღება.


საქართველოში აგროტურიზმის განვითარებითვის, გარდა საკანონმდებლო ინიციატივებისა, მიმდინარე წლიდან დაგეგმილია ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები. “აწარმოე საქართველოში” 2021 წლიდან  აგროტურისტული დანიშნულების ობიექტებს და დაინტერესებულ პირებს,  შეღავათიანი კრედიტით სარგებლობას  და თანადაფინანსების პროგრამებს სთავაზობს, რაც საგრძნობლად წაახალისებს და სტიმულს მისცემს ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს. 


 საქართველოს აგროტურიზმის განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს. ქვეყნის ყველა რეგიონს საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტების შეთავაზება შეუძლია აგროტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის.  ტურიზმის ამ მიმართულებას ეკონომიკის განვითარებაში დიდი ადგილი უჭირავს, რადგან დღითიდღე იზრდება ამ სექტორით მოსარგებლე მოგზაურების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში Საკანონმდებლო ბაზის შექმნა მოაწესრიგებს ურთიერთობებს ინდუსტრიაში მონაწილე ნებისმიერ სუბიექტს შორის და ამ სფეროში ოპერირებას მოქნილსა და კომფორტულს გახდის ყველა მხარისთვის. 

ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+