მიმდინარეობს საიტის განახლება

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021
671440796fc3a61ee73a3eed2c92df4c.png

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხილი გავიდა ექსპორტზე.


გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.6 ათასი ტონით (34%), ხოლო ღირებულება - 6.8 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა. 

თხილი  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კულტურაა ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ის წლებია ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა  ექსპორტირებული ნედლეულის ჩამონათვალში. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს, მსოფლიოს  თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანებს შორის, საქართველოს  მეხუთე ადგილი ეკავა. 


თხილის ექსპორტი საქარველოდან ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება. 2021 წლის მონაცემებთ თხილის ექსპორტის მოცულობები ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება: გერმანია - 2 420 ტონა, იტალია - 5 808 ტონა,  ჩეხეთი - 401 ტონა, საფრანგეთი - 224 ტონა. თხილი ექსპორტზე აქტიურად გადის  რუსეთშიც - 274 ტონა მიმდინარ პერიოდის მდგომარეობით.


საქართველოში 2021 წელს თხილის მაღალი ექსპორტის მაჩვენებელი უხვ მოსავალთანაა კავშირში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც ღირებულებით გამოსახულებაში 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს  უტოლდება. 


გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს მიღებული უხვი მოსავალი თხილის სექტორის წინაშე ბოლო წლებში არსებული მთავარი გამოწვევისა და პრობლემის შემსუბუქებითაა განპირობებული. 2016 წლიდან ქვეყანაში აზიური ფაროსანას მასიური გავრცელების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა თხილის წარმოება და მასთან ერთად ექსპორტის რაოდენობაც. 2006-2020 წლებში, თხილის წარმოებამ ისტორიულ მინიმუმს 2018 წელს მიაღწია (17 ათასი ტონა). 2018 წლის შემდეგ კი, წარმოების ზრდის დინამიკა ფიქსირდება - 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 41%-ით, ხოლო 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 36%-ით გაიზარდა წარმოებული თხილის მოცულობა.


პანდემიის გამო, 2020 წელს თხილის მწარმოებელი სექტორი შეზღდული საექსპორტო შესაძლებლობებისა და მნიშვნელოვანი დანაკარგის საფრთხის წინაშე იყო. მოლოდინი უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ თხილი ძვირადღირებული ნედლეულია, ამავდროულად არ ითვლება კვების რაციონის აუცილებელ პროდუქტად. ამ პროგნოზის მიუხედავად, საქართველომ აღნიშნულ პერიოდში დიდი რაოდენობით თხილის ექსპორტი განახორციელა.  


საქართველოს, ბუნებრივ-კლიმატური პიორბებიდან გამომდინარე, აქვს პოტენციალი საგრძნობლად გაზარდოს თხილის წარმოება, რითიც შესაძლებელია თხილის ექსპორტის ბაზარზე კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები. თხილის კულტურის წარმოება ქართული აგრო ინდუსტრიის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი მიმართულებაა და უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, როგორც ქართველი ფერმერების დიდი ნაწილის  შემოსავლის ძირითად  წყაროს.

ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

ხორბლის წარმოების სტატისტიკა და გამოწვევები საქართველოში

ოქტომბერი 25, 2021

საქართველოში ხორბლის ფასი იზრდება. 2020 წელს ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის ოდენობა თითქმის 5-ჯერ აღემატებოდა ადგილობრივ წარმოებას. იმავე წელს მოსახლეობის მხოლოდ 17.26% დააკმაყოფილა ა...

მეტის ნახვა+