მიმდინარეობს საიტის განახლება

სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში

ნოემბერი 26, 2021
5079cafe41011a9ecf7dfadd823b15ac.png

სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია. ამასთან, საქართველო ისტორიულად აგრარული ქვეყანაა და წლების მანძილზე ვითარდება აგრო მიმართულება. საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 43%-მდე ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად, რომლებიც ასევე მოიცავს საძოვრებს და მდელოებს. ქვეყნის კლიმატურ-გეოგრაფიული პირობები კი სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმეტესობის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. 



საქსტატის მონაცემებით სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში  2020 წლის მონაცემებით 8.3%-ია, ღირებულებით გამოსახულებაში კი ასე გამოიყურება -  5492.6  მილიონი ლარი.



სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ბოლო ოთხი წლის მანძილზე იზრდება. ასე მაგალითად 2019 წელთან შედარებით 2020 წლის ოფიციალური მონაცემებით 12.16%-ითაა გაზრდილი სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. 2017 წლიდან 2020 წლამდე კი სოფლის მეურნეობის წილი 15.3%-ითაა მომატებული.


სოფლის მეურნეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაში, იგი წარმოადგენს მოსახლეობის საკვების, შემოსავლისა და დასაქმების მთავარ წყაროს. აგრო სექტორი ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმია სიღარიბის დასაძლევად, რაც მსოფლიოში უდიდეს გამოწვევად რჩება. დღესდღეობით სოფლის მეურნეობის წილი გლობალურ დონეზე შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 3.55%-ს, აღნიშნული ციფრი ძალიან მცირეა მსოფლიოში არსებულ შიმშილთან და სიღარიბესთან გასამკლავებლად, მაშინ როცა 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში 690 მილიონი ადამიანი შიმშილობს, რაც მოსახლეობის 8.9%-ს შეადგენს.


ფასდაუდებელია სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც. 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სოფლად 1,512.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 40.6%-ია. შესაბამისად სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მნიშვნელოვანი დოვლათის შექმნა შეუძლია ქვეყნისთვის. 


საყურადღებოა რომ საქართველოსთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში გაცილებით ნაკლებია - 2020 წლის მონაცემებით -1,3%,რაც ღირებულებით გამოსახულებაში ასე გამოიყურება 171.9 მილიარდი ევრო. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრად და სტაბილურ განვითარებას სასიცოცხლოდ აუცილებელი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, აღნიშნულს კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ  სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 75% თვითდასაქმებულია, ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორში.



საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგების მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ჭრილში. 

ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+