მიმდინარეობს საიტის განახლება

გარემოსდაცვითი გამოწვევები აგრობიზნესში

დეკემბერი 10, 2022
3aeab147446c707c00d6e649236c8e6a.png

რამდენიმე ათეული წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „გარემო“ და „ბიზნესი“ იქცეოდა ურთიერთდაკავშირებულ ცნებებად. დღეს კი ბიზნესი ნებისმიერ სარგებელს იღებს გარემოდან ხშირად უხერხული გზებითაც კი.

თანამედროვე განვითარებულ სამყაროში, მას შემდეგ, რაც ყველამ გავაცნობიერეთ, რომ ბუნებისგან მხოლოდ სარგებლის მიღება არ არის სწორი მიდგომა, და რომ ბუნებრივი რესურსები ხშირად ამოწურვადი და ცვალებადია, დავიწყეთ ისეთი ღონისძიებების დამკვიდრება, რითაც გარემოს მიმართ პასუხისმგებლიან საქმიანობებს ვაყალიბებთ.

საქართველო უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანაა. მცირე ტერიტორიის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის 43% ტყეებს უკავიათ, მათგან 98% კი - ბუნებრივი წარმოშობის ტყეა. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ფაუნისა და ფლორის უნიკალური სახეობებით. მაგალითად: ქვეყანაში გვაქვს მცენარეთა 4500 სახეობა, მათგან 300 სახეობა ენდემურია. ჩვენი ქვეყანა ბიოლოგიური მრავალფეროვნების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეგიონადაა აღიარებული მსოფლიოს მიერ. კერძოდ:

•   WWF-ის(ბუნების დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, საქართველო 35 “პრიორიტეტული ადგილიდან” ერთ-ერთია.

•  Conservation International-ის მიერ განსაზღვრული “ბიომრავალფეროვნების 34 ცხელი წერტილიდან” ორი „ცხელი წერტილი“ სწორედ ჩვენს რეგიონზე მოდის.

გარდა ბიომრავალფეროვნებისა, ქვეყანას გააჩნია უდიდესი პოტენციალი ისეთი ბუნებრივი რესურსების როგორიცაა ნიადაგი, კლიმატი და წყალი. მაგალითად ნიადაგის 18 ტიპი და 45 ქვეტიპი გვაქვს, რაც ძალიან დიდი ვარირების საშუალებას აძლევს თუნდაც ინვესტორს დაგეგმოს და განახორციელოს მისთვის საინტერესო აგრობიზნესი სწორედ ჩვენს ქვეყანაში.

ასევე, გვაქვს 4 კლიმატური სარტყელი და 21 კლიმატური ზონა, ეს ფაქტორი მრავალფეროვანი კულტურების წარმოების საშუალებას გვაძლევს. 

წყლის რესურსებს რაც შეეხება, ქვეყანაში გვაქვს 26 000-ზე მეტი მდინარე და 850-მდე ტბა. მაშინ როცა მსოფლიოში დღის წესრიგში დგას სარწყავი  წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემები, ჩვენს ქვეყანაში სწორი მენეჯმენტის პირობებში, შესაძლებელია აგრო ბიზნესების მართვა, ისე რომ გასარწყავებული იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები. 

გარემო პირობების ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი მიმზიდველია ინვესტორისთვის და საფუძველია, რომ ჩვენს ქვეყანაში დაგეგმოს  აგრობიზნესი.

ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ბუნებრივი რესურსების სიმდიდრე ქვეყანაში, მეორე კი მისი გონივრულად გამოყენება და კონსერვაციაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

ჩვენს ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ კუთხით ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში. სოფლის მეურნეობის სფეროში არსებობს ისეთი საქმიანობები, რომლებსაც საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, საქმიანობის დაწყებამდე, სჭირდებათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადება და შესაბამისი ნებართვის მიღება, თუმცა ამის შესახებ სამწუხაროდ ბიზნესის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია.

მაგალითად: მცენარეთა დაცვის საშაუალებების წარმოება; მეფრინველეობის ფერმა ან/და მეღორეობის ფერმა; 10 ჰა ან მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება; 10 ჰა ან მეტი ფართობის ყამირი მიწების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება; 500 ან მეტი მსხვილფეხა შინაური პირუტყვისთვის განკუთვნილი სადგომის მშენებლობა; ირიგაციის მიზნით რეზერვუარის მშენებლობა, წყლის გრძელვადიანი დაგროვების მიზნით, რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვილი წყლის მოცულობა 10 000 მ3-ზე მეტია.

ამ და სხვა პროექტების დაგეგმარების ეტაპზე, საჭიროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან სპეციალური ნებართვის (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების) მოპოვება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება.

სწორედ ამისთვის უნდა მიმართოთ გარემოსდაცვით საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ე.წ შუამავალ რგოლს წარმოადგენს ბიზნესსა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის და ქმნის ერთის მხრივ ისეთ მოწესრიგებულ დოკუმენტს, რომლითაც ლეგალურია საქმიანობა და მეორეს მხრივ გარემოსთან პასუხისმგებლიან აგრო ბიზნესებს აყალიბებს.








ნუშის წარმოება საქართველოში

სექტემბერი 16, 2021

საქართველოში ბოლო წლებში ნუშის სექტორი მნიშვნელოვნად ვითარდება. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ნუშის კომერციული ჯიშების გავრცელება და მაღალინტენსიური ბაღების გაშენება....

თხილის წარმოება საქართველოში

ოქტომბერი 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

მეტის ნახვა+