Agro Solutions Group-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება წარმოადგენს, აღნიშნულის მისაღწევად კომპანიამ ჩამოაყალიბა “AS აკადემია”, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეწარმეობის სტიმულირება და მათში აგრო მიმართულებით პროფესიონალური უნარების გაღრმავება.
აკადემიის ფარგლებში, სტუდენტებს და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებს აქვთ შესაძლებლობა აგრო სფეროში, მიიღონ როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ცოდნა.
კომპანიას ასევე მუდმივად ჰყავს ახალგაზრდა სტაჟიორები, რომლებიც ეცნობიან კომპანიის მუშაობის სპეციფიკაციებს, ჩართულნი არიან მათთვის საინტერესო პროექტებში და იღებენ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას აგრო სფეროში.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Agro Solutions Group ასევე ახორციელებს ცნობიერების ასამაღლებელ ტრენინგებს სკოლის მოსწავლეებში, ისინი ეცნობიან სოფლის მეურნეობას, მის სფეროებს და მნიშვნელობას, აღნიშნული მომავალში დაეხმარება მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება პროფესიის შერჩევაში.
გარდა AS აკადემიისა, კომპანიის მიერ განხორციელებულ თითოეულ პროექტში გათვალისწინებულია სოციალური პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს მათში ახალგაზრდების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და რელიგიური უმცირესობების ჩართვას.
AS აკადემიაში სრულად არიან ჩართულნი Agro Solutions Group-ის ექსპერტები და პრაქტიკოსი სპეციალისტები. კომპანიის გუნდის თითოეული წევრი გამოთქვამს სრულ მზაობას აგრო სფეროთ დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება.