მიმდინარეობს საიტის განახლება

აგროსაკონსულტაციო კომპანია წარმატებული წარმოებისთვის

August 1, 2022
dd07eccf6a6b57968f7a4ad708ba12a7.png

სოფლის მეურნეობა, როგორც კაცობრიობის აუცილებელი დოვლათის შემქმნელი სექტორი, მუდმივი განვითარების აუცილებლობის წინაშე დგას. ამ მობილურ პროცესში კი სულ უფრო აქტუალური ხდება სოფლის მეურნეობის კონსულტანტის მომსახურება.

ვინ არიან და რა მიზანს ემსახურებიან აგრო კონსულტატნტები და აგრო საკონსულტაციო კომპანიები?

 აგრო საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობის მოდელი მოიცავს:  მენეჯმენტს - ბიზნესის დაგეგმვა; ფინანსურ; კომერციულ; იურიდიულ; ტექნოლოგიურ; ტექნიკურ და საექსპერტო მიმართულებებს.

მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, აგრო საკონსულტაციო კომპანია არის, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების კომპეტენტური და პროფესიონალი აგრო მრჩეველთა გუნდი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორის თითოეულ ასპექტს იცნობენ და ახდენენ მონაცემთა აკუმულირებას, ანალიზს და სამოქმედო გეგმის გაწერას. ბუნებრივია ასეთ პირობებში აგრო ბიზნესის დაგეგმვა მოქნილი, უსაფრთხო და სწრაფი პროცესია. 

აგრო საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობა პირობითად შეიძლება ორ ეტაპად დავყოთ 1. ბიზნესის დაგეგმვა  

     2. ბიზნესის კოორდინირება 

ბიზნესის დაგეგმვის ეტაპი თავის მხრივ შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: 

ბიზნესის ტექნიკური საკითხების შეფასება/ბიუჯეტირება;

მონაცემების შეგროვება და მათი ერთიანი ბაზის შექმნა, რომლის ანალიზიც შეაფასებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ავკარგიანობას;

საგრანტო პროექტების მიღებაში კონსულტაცია და წარმატებული ბიზნეს იდეების გენერირება, ინვესტორების მოძიება.

უშუალოდ ბიზნესის კოორდინირება კი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

პერმანენტული მონიტორინგი  საოპერაციო და ტექნიკურ საქმიანობებზე, მათ შორის საველე მონიტორინგი, რადგან მუდმივად კონტროლდებოდეს სისტემები და განისაზღვრებოდეს რომელ ნაწილში რა პრობლემაა, მათი შემდგომი გაუმჯობესებისთვის;

ნებისმიერი კრიზისის  მართვის დაგეგმვა ფერმაში;

სიახლეების დანერგვა, თანამედროვე აგრიტექის ინსტრუმენტების გამოყენება.

აგრო საკონსულტაციო კომპანიის საქმიანობის დიდი ნაწილი დაფუძნებულია კვლევებზე. ტონალურ რეჟიმში სოფლის მეურნეობის სექტორის უახლესი ტექნოლოგიების გაცნობა/დანერგვა და ნებისმიერი ტექნიკური და ბიზნეს სიახლეების დანერგვა ისეთ სფეროებში, როგორიცაა აგრონომია, მეცხოველეობა, ნარჩენების მართვა, გარემოზე ზემოქმედება და კონსერვაცია.

ყველა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების წარმოებას სჭირდება აგრო კონსულტანტის რეკომენდაციები. ამ თემის მიმართ განსაკუთრებით სენსიტიურია ქართული აგრო სექტორი. ადგილობრივი ფერმერები არამიზნობრივად თვლიან და  გაუმართლებელ ხარჯად აღიქვამენ კონსულტაციაში გაღებულ ინვესტიციას. სინამდვილეში კი ეს გამართლებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა ბიზნესში. 

აგრო ინდუსტრიაში, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია ცოდნის ხელმისაწვდომობა. ეს კარგად აქვთ გააზრებული განვითარებულ სასოფლო-სამეურნეო სუბიექტებს, მაგალითად ისრაელი გამოდგება.  სხვა რითი აიხსნება ისრაელის უნაყოფო მიწებზე მაღალი საშუალო მოსავლიანობა ჩვენს ქვეყანასთან შედარებით?! მთავარი განსხვავება ჩვენსა და დანარჩენ ცივილურ აგრო სექტორს შორის თანამედროვე გადაწყვეტებია ველზე. 

კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში სოფლის მეურნეობა სტაბილური და მომგებიანი საქმიანობაა, თუმცა აგრარული ბიზნესებიდან მსუყე მოგების მისაღებად საჭიროა ვიცოდეთ როგორ გააკეთოთ ეს საქმე! მთავარია გვახსოვდეს, რომ აგროსაკონსულტაციო მომსახურება ფუფუნება არაა, ის მომგებიან ბიზნესზე გამავალი უსაფრთხო და დაზღვეული გზის მნიშვნელოვანი ნაწილია.

თხილის წარმოება საქართველოში

October 12, 2021

საქართველოში, ბოლო პერიოდში თხილის ექსპორტმა საგრძნობლად მოიმატა. მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 66.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (14.6 ათასი ტონა) თხ...

See more+