ჩვენ, ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გვჭირდება საკვები ყოველდღიურად და ეს მოცემულობა უცვლელი და მეტად აქტუალური იქნება მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად.
ის, თუ როგორი გზებით ვაწარმოებთ მზარდი მოსახლეობისთვის საკვებ პროდუქტებს, არის მიზეზი ბუნებრივი რესურსების არამდგრადი მოხმარების და ზიანის, ამასთან ის სათბურის გაზების გამოყოფის მთავარი მიზეზიცაა.
საკვების არაჯანსაღი მოხმარება ადამიანებში იწვევს სიმსუქნეს, ჭარბ წონას და დაავადებებს, რაც ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა. არსებობს მეორე, უფრო სევდიანი მხარე - მსოფლიოში თითქმის 830 მილიონი ადამიანი შიმშილობს, მაშინ როცა წარმოებული საკვები ხშირად გამოუყენებლად ფუჭდება. ამ ყველაფერში კარგი ამბავი ის არის, რომ კვების სისტემები შეიძლება იყოს გონივრული გადაწყვეტა შიმშილის, გარემოზე ზიანისა თუ კლიმატის გლობალური ცვლილებების შესამსუბუქებლად.
არსებობს რამდენიმე, კონკრეტული ნაბიჯი, რომლებმაც შესაძლებელია გადაჭრას ზემოთხსენებული პრობლემები.
სურსათის წარმოების და განაწილების მენეჯმენტმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ერთის მხრივ ნარჩენების შემცირებას, მეორეს მხრივ კი გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხელმისაწვდომი საკვების რაოდენობის გაზრდას. ეს შედეგი მიღწევადია წარმოებაში ზუსტი სოფლის მეურნეობის პრინციპების გამოყენებითა (სენსორების გამოყენება; მონაცემთა ანალიზი) და სურსათის მობილობისა და განაწილების სისტემის დანერგვით.
მდგრადი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერამ და ამ პრაქტიკის მიღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საკვების წარმოების პროცესებში გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას, როგორიცაა წყლის რესურსების დაბინძურება და ნიადაგის დეგრადაცია.
მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის მიღებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს საკვების წარმოების პროცესში გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას, როგორიცაა წყლის დაბინძურება და ნიადაგის დეგრადაცია. ამის მიღწევა შესაძლებელია ნიადაგის კონსერვაციით, სიდერაციითა და ნიადაგში სასარგებლო ორგანიზმების გამრავლებით.
პერიოდულად მცენარეულ საკვებ პროდუქტებზე უარის თქმა, ერთ-ერთი გამოსავალია. მცენარეული დიეტები განაპირობებს მიწის და წყლის რესურსების ნაკლებ გამოყენებას, ცხოველურთან შედარებით, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს სათბურის აირების გამოყოფას.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს მცირე ფერმერების მხარდაჭერა, ისეთი ფორმით როგორიცაა მაგალითად შეღავათიანი კრედიტები, გრანტები, ინტენსიური ტრენინგ- კურსები, რაც დაეხმარება მათ პროდუქტიულობის ამაღლებაში.
ინვესტიციები ახლის ძიებაში - ამ მიმართულებით გაწეული ყველა ინვესტიცია შესაძლოა დაეხმაროს აგრო ინდუსტრიას ახალი და რელევანტური გადაწყვეტების ჩამოყალიბებაში საკვების წარმოებას გლობალურ დონეზე.